Laser Space მათთვის, ვისაც ცხოვრება არასასურველი თმის გარეშე სურს

Laser Space მათთვის, ვისაც ცხოვრება არასასურველი თმის გარეშე სურს


შესაძლებელია თუ არა ლაზერული ეპილაციის ჩატარება გარუჯულ კანზე? -ეს ის კითხვაა, რომელიც ზაფხულის სეზონზე ქალბატონებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო top-news.ge ლაზერული ეპილაციის ცენტრ Laser Space-ს ლაზეროთერაპევტს, ნინი ნაზარენკოს ესაუბრა. 

"ქალბატონებს, რომელთაც აღნიშნული კითხვა აწუხებთ და ჩვენც ბევრი მოგვმართავს მსგავსი კითხვით, ვეტყოდი, რომ
ნამზეურის ან და სოლარიუმის მიღების შემდეგ, თავისუფლად შეუძლიათ ჩვენთან პროცედურის ჩატარება. გასათვალისწინებელია მხოლოდ, რომ პროცედურის შემდეგ არ არის რეკომენდებული რუჯის მიღება 3-4 დღის განმავლობაში.

Laser Space ქალბატონების ერთგული მეგობარია, სწორედ ამიტომ, ჩვენ სილამაზის მოყვარულ ყველა ქალბატონს და არა მხოლოდ მათ, ვაძლევთ საშუალებას, მათი კანი იყოს გლუვი და რაც მთავარია, არასასურველი თმის გარეშე,"-ამბობს ნინი ნაზარენკო. 

სპეციალისტის თქმით, ლაზერული ეპილაციის ცენტრში არსებული თანამედროვე აპარატურა საშუალებას იძლევა მომხმარებელმა პროცედურა უმტკივნეულოდ ჩაიტაროს და შედეგი გარანტირებული ჰქონდეს.

"სწორედ ამაზე ზრუნავს Laser Space-ს პროფესიონალი გუნდი. შედეგის მიღწევაში უმთავრეს როლს ხარისხიანი აპარატი ასრულებს. პაციენტებს მაღალი ხარისხის და უახლესი თაობის 4 სხივიანი აპარატით ვემსახურებით. ხარისხიანი აპარატურა განაპირობებს პროცედურის სრულიად უმტკივნეულოდ ჩატარებას, რაც იწვევს პაციენტების უდიდეს კმაყოფილებას. კმაყოფილი პაციენტები კი ამაღლებული განწყობით ტოვებენ ჩვენს სივრცეს, სადაც მათ ყოველთვის სიყვარულით ვხვდებით,"-ამბობს ნინი ნაზარენკო. 

ლაზერული ეპილაციის ცენტრი Laser Space, რომელიც ქუთაისში, პუშკინის 3 ნომერში (ნეილ ტონის) შენობაში მდებარეობს, მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს აქციებით. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები