რეკლამა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 91 წლის გახდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 91 წლის გახდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 91 წლისაა.

91 წლის წინ, 1933 წლის 13 თებერვალს ქუთაისში პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტებისთვის პირველი ზარი დაირეკა და პირველი ლექცია აკადემიკოსმა გიორგი ახვლედიანმა  ჩაატარა. 

"ყველა სტუდენტს, თანამშრომელსა და კურსდამთავრებულს გილოცავთ საიუბილეო თარიღს! ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 4 სასწავლო განყოფილებით დაწყებული უმაღლესი სასწავლებლის ისტორია  თითქმის საუკუნეა გრძელდება და რჩება განსაკუთრებული საგანმანათლებლო მნიშვნელობის კერად ქვეყანაში, რომელსაც არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. გვჯერა, რომ წინ კიდევ მრავალი წარმატებული წელია და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავაც აღიზრდებიან თაობები, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!,"-აცხადებენ უნივერსიტეტში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები