რეკლამა

რა დაგეხმარებათ წარმატებული ბიზნესის დაწყებაში?

რა დაგეხმარებათ წარმატებული ბიზნესის დაწყებაში?

წარმატებული ბიზნესის არსებობა, რომელიც ბაზრის მოთხოვნებსა და კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სრულად ითვალისწინებს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უდიდეს გავლენას ახდენს. მართალია, მზარდი და წარმატებული ბიზნესი თავისთავად გულისხმობს ფინანსურად უზრუნველყოფილ ცხოვრებასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანას, თუმცა პირველ ეტაპზე ეს ყველაფერი უამრავ დაბრკოლებასა და სწორ კომერციულ გათვლებს საჭიროებს.

ბიზნეს გეგმისა და სწორი შეთავაზებების გაკეთების გარდა, ეს საქმე უდიდეს შრომასა და სწორი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.
ერთ-ერთი ასეთი საკითხია სწორი სამეწარმეო სტრუქტურის შერჩევა, ისეთის, რომელიც ახალ კომპანიას საშუალებას მისცემს მაქსიმალურად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალსწინებული საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფო პროგრამები.

ახალბედა ბიზნესმენებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის ასეთ საჭირო ინფორმაციასთან წვდომა საკმაოდ რთულია და უამრავ ნიუანსში გარკვევას გულისხმობს. ერთ-ერთი ურთულესი საქმიანობაა ისეთი ბიზნესის წამოწყება, რომლის მომხმარებლებშიც უცხოელები მოიაზრებიან.

იმისათვის, რომ მოცემული რისკები და დრო მაქსიმალურად სწორად იქნეს გააზრებული, ამ რისკების შესამცირებლად დიდი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა და მიმართვა ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალია.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა "ჯორჯაფაი", რომელიც დაგეხმარებათ როგორც ინდმეწარმის, ასევე მცირე მეწარმის რეგისტრაციაში. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ სრული ინფორმაცია მცირე და ინდ მეწარმის უპირატესობებზე.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის სერვისები დისტანციურადაც ხელმისაწვდომია, რაც მომსახურების მიღებისას დროისა და ფინანსების დასაზოგად ეფექტური საშუალებაა.
გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნეს კონსულტაციის მიღების მსურველთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტერესი მაღალია, შემოთავაზებული სერვისების აღწერა ხელმისაწვდომია რუსულ https://georgiafy.ge/%D0%BE%D1%82%D0%BA%D1%80%D1%8B%D1%82%D1%8C-%D0%B8%D0%BF-%D0%B2-%D0%B3%D1%80%D1%83%D0%B7%D0%B8%D0%B8/ და ინგლისურ ენებზე https://georgiafy.ge/register-individual-entrepreneur-in-georgia/

"ჯორჯიაფაი" დაგეხმარებათ შეარჩიოთ და დაარეგისტრიროთ თქვენი ბიზნესისთვის სასურველი ბიზნეს სტრუქტურა და ისარგებლოთ ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმებით, რაც მეტ დროს მოგცემთ ბიზნესის მართვასა და განვითარებაზე კონცენტრირებისთვის.

"ჯორჯიაფაის" ისტორია ჯერ კიდევ 2016 წლიდან იწყება, მას ნელ-ნელა შემოუერთდნენ პროფესიონალები და შეიქმნა მეგობრული გუნდი, რომელმაც უამრავ წარმატებულ სტარტაპ კომპანიას გაუკვლია გზა წარმატებისკენ.

"ჯორჯიაფაი" გთავაზობთ რაც შეიძლება მარტივად, ზედმეტი დროის დანახარჯის გარეშე შეძლოთ თქვენი ბიზნესის დარეგისტრირება და ეტაპობრივად გადადგათ წარმატების მომტანი ნაბიჯები.

კომპანიასთან დაკავშირება ძალიან მარტივია - ეწვიეთ საიტს და შეძლებთ, უმარტივესად გაეცნოთ მომსახურებათა ნუსხას, რომელსაც "ჯორჯიაფაი" გთავაზობთ. საიტზე ასევე წარმოდგენილია საქართველოში ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო სრული ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონული ფოსტის მისამართი და უშუალოდ მიმართოთ კომპანიას.

გისურვებთ წარმატებას!


ტეგები:

Facebook - კომენტარები