TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს
ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
მიმდინარეობს მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი, დანიელ ჭონქაძის ქუჩისა და ავტომშენებლის გამზირის გასწვრივ მდებარე მონაკვეთზე.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ოღასკურას კალაპოტისა და მასზე არსებული ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისათვის სტიქიის ფონდიდან 4 133 331 ლარია განსაზღვრული.