ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა და ქვედა სურმუშის დამაკავშირებელ გზაზე არსებული მეწყრული კერები გააქტიურდა.
გზის აღნიშნული მონაკვეთი დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ, ვასილ საღინაძემ და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.
ამ ეტაპზე გზაზე გადაადგილება შეუძლიათ მაღალი გამავლობის ავტომანქანებს.
“არსებული მეწყრული კერა შესწავლილი აქვს სპეციალისტების ჯგუფს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე და გაატარებენ ყველა შესაძლო ღონისძიებას მდგომარეობის დარეგულირებისთვის,”-აცხადებენ ცაგერის მერიაში.