TOPNEWS » მთავარი თემა » რა ეტაპზეა ქუთაისი-აბასთუმნის გზის მშენებლობა?

რა ეტაპზეა ქუთაისი-აბასთუმნის გზის მშენებლობა?

რა ეტაპზეა ქუთაისი-აბასთუმნის გზის მშენებლობა?

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 4.2 კმ-იანი (კმ95 - კმ99) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

პროექტით გათავლისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, რკინა-ბეტონის მილებისა და კედლების,  კიუვეტების, მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი ღირებულება 5.7 მილიონი ლარია.

ბაღდათი-აბასთუმნის გზის მონაკვეთი რამდენიმე დასახლებას აკავშირებს (ბაღდათი, ნერგეეთი, წყალთაშუა, წაბლარისხევი, საირმე, აბასთუმანი), ხოლო აბასთუმანი-ბენარას მონაკვეთი აბასთუმანს, ვარხაანს, უნწასა და ბენარას მოიცავს.

პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი, ხოლო საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე მგზავრობის დრო დაახლოებით 90-120 წუთით შემცირდება. გზის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu