რეკლამა

სოციალურად დაუცველ 8 ოჯახს თერჯოლაში სახლებს აუშენებენ

სოციალურად დაუცველ 8 ოჯახს თერჯოლაში სახლებს აუშენებენ

2025 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის თერჯოლის მუნიციპალიტეტში 8 სახლი აშენდება.

  მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს, სახლდაზიანების  სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს ასაშენებელ სახლებზე იმსჯელეს. 

  “სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა  მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ასაშენებელი სახლების პრეზენტაცია. სოციალური პროგრამის მოქმედმა კომისიამ 36 ოჯახის მიერ წარმოდგენილი  განაცხადის მიხედვით, რამდენიმე  შეარჩია. შერჩეული ოჯახები სრულად აკმაყოფილებენ  პროგრამის  დადგენილ კრიტერიუმებს.

კომისიის გადაწყვეტილებით, თერჯოლაში  წელს 8 სახლი აშენდება, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები დააფინანსებს. 

  სახლდაზიანების სოციალური პროგრამა  მუნიციპალიტეტში 2019  წლიდან  არსებობს  და ამ დრომდე უკვე  41  სოციალურად დაუცველი ოჯახი დაკმაყოფილდა ახალი სახლით.


ტეგები:

Facebook - კომენტარები