TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე სრულად აღუდგება

ლენტეხის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე სრულად აღუდგება

ლენტეხის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე სრულად აღუდგება

ლენტეხი–ცაგერის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა, თუმცა მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები კვლავ რჩება. 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამუშაო ჯგუფები ადგილზე მუშაობენ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენად. ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტში დღის ბოლომდე სრულად აღდგება.

დაბაში აქტიურად მიმდინარეობს თოვლის წმენდა, ამ ეტაპზე პროცესში ჩართულია 6 ერთეული სპეციალური ტექნიკა. თოვლის წმენდის სამუშაოები იწყება სოფლების მიმართულებით და ეტაპობრივად ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე ეცნობა მიმდინარე სამუშაოების პროცესს.

მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური შტაბი, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად.

გზებზე ზვავსაშიშროების გამო, მოუწოდებთ მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu