რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაშია. კობახიძე სიაში 106-ე ადგილზე მოხვდა.
მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
დაიბადა 1983 წლის 29 ივნისს, ქალაქ ამბროლაურში;
2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის სრული კურსი ზოგადი პროფილის მედდის სპეციალობით.
2006 წელს დაამთავრა წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ფინანსები და კრედიტის სპეციალობით.
2010 წელს დაამთავრა დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი იბერია, ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2013-2014 წლებში მუშაობდა მთავარი მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში ‘’გიდების ასოციაციაში’’;
2014-2022 წლებში მუშაობდა დირექტორის პოზიციაზე ქ. თბილისში ‘’შპს ჯეოტურისტ+ ში’’;
2020-2022 წლებში მუშაობდა სასტუმრო ‘’კარსეს’’ მენეჯერის პოზიციაზე ქ. ამბროლაურში ‘’შპს იბერვაინში’’;
2020-2022 წლებში ხელმძღვანელობდა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ქალაქ ამბროლაურში;
2021-2022 წლებში იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
"ეს ნამდვილად ახალი და მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩემთვის. საკანონმდებლო ორგანოში მე ვეცდები ვიყო თითოეული მოქალაქის ხმა. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე მოქალაქეებთან ყოველდღიური შეხება მაქვს და ვიცი ის პრობლემატიკა, რომელი ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ღირსებით და მშვიდობით ვიაროთ ევროპის გზაზე“, - განაცხადა ქრისტინე კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში საარჩევნო სია წარადგინა. სია ცესკოში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დაარეგისტრირა.