TOPNEWS » მთავარი თემა » “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება
“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონებში წარმომადგენლობების გახსნა დაასრულა.
12 სექტემბერს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა რეგიონულ წარმომადგენლებთან. ჩატარდა ტრენინგი პარტიულ-საორგანიზაციო საკითხებზე და შემუშავდა მომავალი სამოქმედო გეგმა.
“მოსახლეობასთან მუდმივი და მჭიდრო კავშირი პარტიის მთავარი ღირებულებაა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება რეგიონული წარმომადგენლობების ეფექტიანი ფუნქციონირება.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ემზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და აქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში,”-აცხადებენ პარტიაში.





