რეკლამა

ქუთაისში ახალგაზრდა მუსიკოსი ტრაგიკულად დაიღუპა

ქუთაისში ახალგაზრდა მუსიკოსი ტრაგიკულად დაიღუპა

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლე მარიამ ბოყოველი ტრაგიკულად დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით სასწავლებელი სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

"ვუსამძიმრებთ ოჯახს, გამწარებულ მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, ვუსამძიმრებთ მარიამის პედაგოგებს, განსაკუთრებით ქალბატონებს ლავალეტა წოწერიას და ციცინო თოდუას, რომლებიც ბავშვობიდან ზრუნავდნენ ამ ნიჭიერი და იმედისმომცემი გოგოს მუსიკალურ აღზრდაზე, მის წინსვლასა და წარმატებებზე.

უფალმა მიიბაროს მარიამის ლამაზი სული, შეიწყალოს და დაამკვიდროს მარადიულ სასუფეველში!,"-ნათქვამია სამძიმრის წერილში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები