რეკლამა

იმერეთში "ღვინის დღეები" საზეიმოდ დაიხურება

იმერეთში "ღვინის დღეები" საზეიმოდ დაიხურება

პრემიერის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაწყებული ღვინის დღეები დღეს საზეიმოდ დაიხურება. ფესტივალის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს ბაღდათში. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია ეთნოგრაფიული, ქართული ღვინის, მეაწარმეთა ნამუშევრების გამოსაფენი და მოსასვენებელი სივრცეები.

ფესტივალის პროგრამა 14:00 საათიდან დაიწყება. პროგრამა იმერული ღვინის დეგუსტაციას, გამოფენა-გაყიდვას, პურის ცხობის, ჩურჩხელების ამოვლებისა და ფელამუშის მომზადების მასტერკლასებს მოიცავს. ღონისძიების ერთ/ერთი ნაწილია საუბრები ღვინოზე: ქართული ღვინის მნიშვნელობასა და ისტორიაზე. 

ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საბავშვო/გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: ღვინისთვის განკუთვნილი თიხის ჭურჭლის მოხატვა. 

ფესტივალს მუსიკალური პროგრამა დაასრულებს, რომელშიც მონაწილეობას “თეატრალური კვარტეტი", ანსამბლები-"რანინა” და „ბანდეროლი“ მიიღებენ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები