TOPNEWS » მთავარი თემა » მოწამეთობა-რა ვიცით სახალხო-რელიგიური დღესასწაულის შესახებ?

მოწამეთობა-რა ვიცით სახალხო-რელიგიური დღესასწაულის შესახებ?

მოწამეთობა-რა ვიცით სახალხო-რელიგიური დღესასწაულის შესახებ?

მოწამეთობა, ორწიფობა — სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც იმერეთში,  მოწამეთას მონასტერში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული არგვეთის მთავრების- დავით და კონსტანტინეს (VIII ს.) ხსენების დღეს, ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება. ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.

გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu