TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა

ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა

ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა

ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი შენობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად დაათვალიერა და  სამუშაო პროცესს გაეცნო.  

"შენობა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. ახალ ოფისში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების 129 თანამშრომელი განთავსდა. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს მოიცავს. 

მინისტრის განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია,"-აცხადებენ უწყებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu