რეკლამა

ქუთაისში IV საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა

ქუთაისში IV საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა

 
ქუთაისში IV  საერთაშორისო ფორუმი დასრულდა. ფორუმის მეორე სამუშაო დღე ქალაქების კულტურის პოტენციალის გამოვლენის საკითხებზე საუბრით დაიწყო.

ქუთაისისთვის, როგორც იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრისთვის, უმნიშვნელოვანესია ევროპის ლიტერატურული ქალაქების გამოცდილება. სესიაზე თავიანთი ქალაქების შემოქმედებითი  პოტენციალი და მიღწევები წარადგინეს ლუბლიანას, კრაკოვის, რეიკიავიკის, ტარტუს, ნოტინგემის წარმომადგენლებმა.

სესიები გაიმართა  თემებზე:  "პროექტების მართვის ოპტიმიზაცია მომავლისთვის მზადმყოფ ქალაქებში" და "მოაზროვნე ქალაქების მწვანე  გადაწყვეტილებები".  ფორუმის მონაწილეებმა საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან ისაუბრეს თავიანთი გამოცდილებებსა და გამოწვევებზე ჭკვიანი, მწვანე ქალაქების მშენებლობის პროცესში. 

ფორუმის მუშაობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა შეაჯამეს.

"ქუთაისის IV  საერთაშორისო ფორუმი დასრულდა. ორი დღის განმავლობაში,  ფორუმის მონაწილეებმა ვიმსჯელეთ მომავლის ქალაქების მშენებლობის ფუნდამენტურ მიმართულებებზე, ერთმანეთს გავუზიარეთ საუკეთესო გამოცდილებები და გამოწვევების დაძლევის მეთოდები.
ეს იყო საინტერესო შეხვედრებისა და გადაწყვეტილებების ფორუმი -  წარმომადგენლობითი და მრავალმხრივ საინტერესო. 

მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომელთა  თანადგომითაც შესაძლებელი გახდა ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიების მომზადება - ორგანიზატორებს, პარტნიორებს, მონაწილეებს,  ტექნიკურ პერსონალს, 
განსაკუთრებული მადლობა   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ მზია გიორგობიანს, რომელიც ჩვენთან ერთად უძღვებოდა ფორუმის მუშაობას და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ღირსეული მასპინძლობისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი უკვე ტრადიციაა, რომელიც გაგრძელდება,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები