TOPNEWS » მთავარი თემა » სუდანის ჯგუფის საღებავებზე გამოკვლეულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სუდანის ჯგუფის საღებავებზე გამოკვლეულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სუდანის ჯგუფის საღებავებზე გამოკვლეულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სხვადასხვა დასახელების სურსათს იკვლევს. მიმდინარე წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში აღებულია და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია სურსათის 56 ნიმუში, მათ შორის, სუნელ-სანელებლები, კეტჩუპი, სოუსები, კვერცხი და სხვა. 

კვლევის შედეგად, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობა არ გამოვლინდა. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 60-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი. 

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებული სურსათის სხვადასხვა მაჩვენებელზე კვლევას რეგულარულად ახორციელებს  და შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ოპერატიულად აწვდის.

სუდანის ჯგუფის საღებავები წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu