“ძალიან მსიამოვნებს, როდესაც პაციენტი მეუბნება, რომ ტკივილი საერთოდ არ უგრძვნია და შედეგი რამდენიმე პროცედურაში უკვე ჰქონდა”

“ძალიან  მსიამოვნებს, როდესაც პაციენტი მეუბნება, რომ ტკივილი საერთოდ არ უგრძვნია და შედეგი რამდენიმე პროცედურაში უკვე ჰქონდა”

ხატია სურმანიძე ლაზერული ეპილაციის ცენტრის-“Laser Space”-ს ლაზეროთერაპევტია. პაციენტებს ყოველთვის ღიმილით და სიყვარულით ემსახურება. 

ამბობს, რომ ლაზეროთერაპევტის პროფესიის დაუფლება მისი ოცნების სამსახური იყო.

“ჯერ კიდევ 15-16 წლის ასაკში უკვე ვიცოდი და ვოცნებობდი, ვყოფილიყავი კარგი და წარმატებული ლაზეროთერაპევტი. როდესაც უკვე გავიზარდე და დადგა პერიოდი, ამერჩია პროფესია და დავდექი არჩევანის წინაშე, გადავწყვიტე ამეხდინა ოცნება და ჩემი საყვარელი სფერო ამერჩია. რადგანაც ლაზეროთერაპევტის პროფესია  არის ერთ-ერთი მოთხოვნადი და სასურველი სილამაზის და ესთეთიკის სფეროში, ეს არის პროფესია სადაც შეგიძლია განვითარდე. ყოველთვის მომწონდა და მიზიდავდა თეთრი ხალათი და ყოველთვის წარმომედგინა ჩემი თავი ამ სფეროში. სწორედ ეს გახდა მიზეზი რომ დავუფლებოდი ამ პროფესიას თბილისის  ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში,”-ამბობს ხატია. 

როგორც პროფესიონალი კადრი აღნიშნავს, სიამოვნებას უნდა განიჭებდეს საქმე, რომელსაც ემსახურები.

“ძალიან მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ. თუ არ გიყვარს შენი საქმე და შენი პროფესია და არ გსიამოვნებს მისი კეთება, ვერ იქნები კარგი და წარმატებული და ეს შესამჩნევი იქნება საქმეშიც. შესაბამისად, ამ საქმის სიყვარული მეხმარება ვიყო კარგი ლაზეროტერაპევტი. აღნიშნულ სფეროში აუცილებელია დაცული იყოს ყველა წესი, აუცილებელია საქმის ცოდნა. ამაში მოიაზრება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა. ამ საქმეში აუცილებელია შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და რაც მთავარია, კომუნიკაბელურობა. ვცდილობ, ეს თვისებები გავაერთიანო იმისთვის, რომ ჩემთან მოსული პაციენტი თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ, მშვიდად, მოსწონდეს ჩემთან ურთიერთობა და რაც მთავარია, პროცედურით იყოს სრულიად კმაყოფილი. ჩემთვის მთავარია ჰიგიენური ნორმების 100%-ით დაცვა მაღალი შედეგის დადება,”-ამბობს ლაზეროთერაპევტი.

გამოცდილი კადრი იმ აპარატზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლითაც პაციენტებს ემსახურება. ამბობს, რომ ცოდნასთან ერთად, თავდაჯერებულობას ის აპარატიც მატებს, რომლითაც პაციენტებს ემსახურება.

“ლაზერული ეპილაცია ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ვიშორებთ არასასურველ თმას, თუმცა ჩვენს აპარატს აქვს კიდევ დამატებული სხვა კოსმეტიკური ფუნქციები. მაგალითად: ეს აპარატი გამოიყენება სიშავის, სიწითლის, გამონაყარის საწინააღმდეგოდ. აღადგენს გამომშრალი კანის კოლაგენს, რის შედეგადაც კანი ხდება გლუვი და ელასტიური. აქვე დავამატებ იმას, რომ ქუთაისში, მხოლოდ ჩვენთან, Laser Space-ში შეგიძლიათ ჩაიტაროთ პროცედურები ბოლო თაობის ოთხ სხივიანი აპარატით. აპარატი გამოიყენება ნებისმიერ სეზონზე. უსაფრთხოა გარუჯულ კანზეც და ხედავს ყველანაირი ტიპის კანს, ასევე ყველანაირი ტიპის თმას-როგორც მუქს, ასევე წითურს, ქერას და ღინღლოვან თმას. 5-8 პროცედურაში იდება სასურველი შედეგი. სრულიად უსაფრთხოა პროცედურა, რადგან დაცულია ყველანაირი სტანდარტი, გვაქვს საერთაშორისო დონის სერთიფიკატები. რაც ყველაზე მთავარია, აპარატს აქვს  გაგრილების მაღალი სისტემა, რისი მეშვეობითაც პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო და სასიამოვნო,”-ამბობს ხატია სურმანიძე.

ლაზერული ეპილაციის ცენტრი, რომელსაც ქუთაისში აღმოჩენად თვლიან, პუშკინის 3 ნომერში (ნეილ ტონი-ს შენობაში) მდებარეობს. 

“სილამაზის მოყვარულებს ვეტყვი, რომ გვაქვს ბოლო თაობის აპარატი, რომელიც დებს საოცარ შედეგებს. პროცედურას არ ახასიათებს ტკივილი. მაქსიმალური ყურადღება ექცევა ჰიგიენური ნორმების დაცვას. მთელი Laser Space ორიენტირებული ვართ მხოლოდ შედეგზე,მაღალ შედეგზე, რომელიც აქ გარანტირებულია. ძალიან  მსიამოვნებს და მეტ მოტივაციას მაძლევს, როდესაც პაციენტი მეუბნება, რომ ტკივილი საერთოდ არ უგრძვნია, რომ შედეგი რამდენიმე პროცედურაში უკვე ჰქონდა,”- ამბობს ლაზეროთერაპევტი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები