ხონის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხონის მერიის ინფორმაციით, შენობები თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად ეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
N1საჯარო სკოლისა და N3საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, ა(ა)იპ ხონის ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ დაწესებულებებში ეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, ასევე, მონტაჟდება გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. გარდა ამისა მოპირკეთდება ეზოები.
N1 საჯარო სკოლა 600 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეები კომფორტულ გარემოში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.
N3 სკოლამდელი დაწესებულება 150 აღსაზრდელს მოემსახურება.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება.