რეკლამა

"ვულოცავ ყველა სამტრედიელს,"-სამტრედიაში საცურაო აუზი გაიხსნა

"ვულოცავ ყველა სამტრედიელს,"-სამტრედიაში საცურაო აუზი გაიხსნა

სამტრედიაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი და საფეხბურთო მოედანი გაიხსნა.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივის-"მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
"დღეს ჩვენ ვხედავთ ბიუჯეტის სწორად დაგეგმვისა და მიზნობრივად შერჩეული პროექტის სანიმუშო მაგალითს. მადლობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს და მის გუნდს პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრისთვის. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელით ვულოცავ სამტრედიას კიდევ ერთ ახალ ობიექტს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ,“ -აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ.
"პროექტის პირველი ეტაპი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მოპოვებული საკონკურსო გამარჯვების შედეგად დაფინანსდა, მეორე ეტაპი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შესრულდა, რამაც მოგვცა ასეთი დონის პროექტი. ვულოცავ ყველა სამტრედიელს ქალაქში თანამედროვე სპორტული კომპლექსის ფუნქიონირებას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალი თაობების ჯანსაღი ცხოვრების წესს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ საქმეში დაუღალავი შრომა ჩადო და პროექტი დროულად და ხარისხიანად დასრულდა. გპირდებით, სამტრედიელები კიდევ მრავალჯერ გაიხარებენ არაერათი პროექტით,"-განაცხადა სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ.

ტეგები:

Facebook - კომენტარები