რა გაკეთდა იმერეთში 2023 წელს?

რა გაკეთდა იმერეთში 2023 წელს?

რა კეთდება იმერეთში?-აღნიშნული სახელწოდებით ხელისუფლება სტატიას აქვეყნებს. 

მათი ცნობით, 2023 წელს 
იმერეთში აშენდა 55 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდა − 184, ამჟამად მიმდინარეობს 7 ბაღის მშენებლობა და 9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.



"აშენდა 19 სკოლა, ხოლო რეაბილიტირდა − 235, ამჟამად მიმდინარეობს 6 სკოლის მშენებლობა და 16 სკოლის რეაბილიტაცია.

დაიგო 1659.6 კილომეტრი გზა და რეაბილიტირდა — 1456.84 კილომეტრი, ამჟამად მიმდინარეობს 153.86 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია.

აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 230 ხიდი, ხიდ-ბოგირი, ამჟამად მიმდინარეობს 14 ხიდის მშენებლობა.

 განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 421 პროექტი, ხოლო სამუშაოები მიმდინარეობს 22 პროექტზე.

 გაზიფიცირდა 212 სოფელი და 59131 აბონენტს მიეცა ქსელზე დაერთების შესაძლებლობა.



მოეწყო და რეაბილიტირდა 311 სკვერი, ამჟამად მიმდინარეობს 19 სკვერის მოწყობა; მოეწყო 356 სპორტული ინფრასტრუქტურა, ამჟამად მიმდინარეობს − 30 სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

აშენდა და რეაბილიტირდა კულტურის 69 ობიექტი,"-აცხადებენ მმართველ გუნდში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები