TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურაში, ორმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

ჭიათურაში, ორმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

ჭიათურაში, ორმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

ჭიათურელმა მაღაროელებმა-მერაბ სარალიძემ და სიმონ მიქაძემ შიმშილობა დაიწყეს. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. 

“35 დღეა ვსაუბრობთ, მშვიდად და პატივისცემით მივმართავდით ყველას და ვთხოვდით, განსაკუთრებით ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მოესმინა რეალურად ჭიათურის გაჭირვება. 

მაგრამ ელემენტარული პატივისცემაც ვერ მოვიპოვეთ. ძალიან დიდი უსამართლობის შეგრძნება მაქვს. მინიმუმ 3500 ადამიანი საუბრობს რომ დარჩა სამსახურის და შემოსავლის გარეშე. ოჯახში პურის ფული არ აქვთ და ბავშვები მშიერი ჰყავთ. მაგრამ მოუხედავად ამისა ისიც ვერ მოხერხდა რომ თავი შეიწუხონ და ერთი წარმომადგენელი მაინც გამოაგზავნონ. ამ ყველაფრის ფონზე, დაუსხდნენ პეტრიაშვილის პროფკავშირს მოლაპარაკების მაგიდაზე და მათი ხელით აგვარებენ თითქოს ამ პრობლემას. 

ჩვენ ამის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და პირველი მიზეზი ის იყო რატომაც დავიწყე შიმშილობა. გახსოვთ და იცით რომ არა ერთი გაფიცვა გვქონია და ვითომ აგვარებდნენ პრობლემას. პრობლემა იმ ეტაპისთვის ჩანდა რომ გვარდებოდა, მაგრამ რეალურად დროებით გვარდებოდა და უარესი შედეგი მოჰქონდა, როგორც ჭიათურისთვის, ასევე მშრომელი ადამიანისთვის. დღესაც იგივე სიტუაციაა, არავინ გვიგდებს ყურს, არავის მიაქვს გულთან ეს პრობლემა და დღესაც აპირებენ იგივე წესით მოაგვარონ როგორც აქამდე.

დღეს ასეთი ვითომ მოგვარებული პრობლემა ბევრად უფრო ცუდ შედეგს მოგვიტანს, ვიდრე აქამდე მოუტანია.

რეალურად უნდა შეწყდეს ამ ფარსის და ვითომ პრობლემაზე ფიქრის მცდელობები და ცრუ ინფორმაციების გაჟღერებები. უნდა მობრძანდეს ხელისუფლების წარმომადგენელი, თვითონ გადაწყვიტოს ვინ მოვა, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. ოღონდ უნდა იყოს პასუხისმგებლობიანი პირი. მოისმინოს ჩვენი სათქმელი და მიიტანოს საჭირო ადგილას ვინც შეძლებს უშუალოდ მოაგვაროს ეს პრობლემა.” - განაცხადა მერაბ სარალიძემ. 

ჭიათურაში 28 თებერვლიდან მაღაროელების პროტესტი მიმდინარეობს. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვარში მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. 7 მარტს კი გავრცელდა განცხადება რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu