ზესტაფონის საკრებულოს წევრმა გიორგი გახარიას პარტიიდან პარტიის რიგები დატოვა. ლევან ჭანტურიძე ამბობს, რომ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
"მოგესალმებით! როგორ იცით, ამჟამად ვარ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია გახარია-საქართველოსთვის.
მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტიას "საქართველოსთვის" და ვხდები დამოუკიდებელი საკრებულოს წევრი.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, ვინც ნდობა გამომიცხადა და მხარი დამიჭირა 2021 წლის არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ ვრჩები თქვენს სამსახურში! ვფიქრობ, ჩემი დამოუკიდებლობა საკრებულოში უფრო ეფექტური იქნება რაიონის კეთილდღეობისათვის! ჩვენს ქვეყანას კი ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას, ღირსებითა და ტრადიციებით ევროპულ მომავალს,"-წერს ლევან ჭანტურიძე.