რეკლამა

რა კეთდება ტყიბულის სოფელ მუხურაში?

რა კეთდება ტყიბულის სოფელ მუხურაში?

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მაღალმთიან სოფელ მუხურაში საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

"ხელისუფლების წარმომადგენლები საკვირაოსა და ტელმანის უბნებში იმყოფებოდნენ, სადაც მთის განვითარების ფონდის ფარგლებში,  2კმ -ზე მეტ შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარი მოეწყო. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთის  770 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ,  შპს ,,მეკა“ განახორციელა. 

მუნიციპალიტეტის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შეხვედრებზე მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს მუხურაში  დაგეგმილი პროექტების შესახებ,  ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ და მათი  გადაჭრის გზები დასახეს. 

დავით ჩერქეზიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მალე მუხურაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი. ასევე აღნიშნა, რომ სოფელში მოეწყობა თანამედროვე სკვერი და ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები