რეკლამა

"წელს ორი უმთავრესი მონაკვეთი - ხევიდან ზესტაფონამდე გაიხსნება და მომდევნო წელს, უკვე სრულად 52 კილომეტრიანი მონაკვეთი ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში"

"წელს ორი უმთავრესი მონაკვეთი - ხევიდან ზესტაფონამდე გაიხსნება და მომდევნო წელს, უკვე სრულად 52 კილომეტრიანი მონაკვეთი ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, რიკოთის, მაგისტრალზე მიმდინარე წელს ორი უმთავრესი მონაკვეთი გაიხსენება. 

“რიკოთის პროექტთან ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ისმის უსაფუძვლო ბრალდებები, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. დღემდე, გარდა ზეპირი საუბრებისა, კონკრეტული შენიშნა ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით, ან რაიმე სხვა საინჟინრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, წარმოდგენილი არ ყოფილა.

რიკოთზე სამშენებლო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ძალიან კომპექსური, ძალიან რთული პროექტი, ძალიან რთულ გეოლოგიურ და რელიეფურ პირობებში მიმდინარეობს ისეთი ტემპით, რომ წელს ორი უმთავრესი მონაკვეთი - ხევიდან ზესტაფონამდე გაიხსნება და მომდევნო წელს, უკვე სრულად 52 კილომეტრიანი მონაკვეთი ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში. ეს არის ის გეგმა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ,"- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მედიასთან შეხვედრის დროს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები