რეკლამა

ქუთაისში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ქუთაისში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

 30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.  

ქუთაისში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი,  ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანია იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები