რეკლამა

ავარიების რაოდენობით იმერეთი მეორე ადგილზეა

ავარიების რაოდენობით იმერეთი მეორე ადგილზეა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2023 წლის III კვარ­ტალ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში 1496 საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რომ­ლის დრო­საც და­ი­ღუ­პა 121 და და­შავ­და 2027 მო­ქა­ლა­ქე.

სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით პირ­ველ ად­გილ­ზე თბი­ლი­სია (659 საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვა), მე­ო­რე ად­გილ­ზე კი იმე­რე­თი, რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი (183 შემ­თხვე­ვა).

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა რე­გი­ო­ნებს, სტა­ტის­ტი­კა შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: აჭა­რა - 168 საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვა, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თი - 67, შიდა ქარ­თლი - 97, ქვე­მო ქარ­თლი -120, კა­ხე­თი-85, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 31, მცხე­თა- 51, გუ­რია - 35.

რაც შე­ე­ხე­ბა საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის სა­ხე­ებს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტი, 497 შემ­თხვე­ვა საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა მოძ­რა­ვი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მე­ო­რე ად­გილ­ზე კი საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვა/შე­ჯა­ხე­ბაა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ზე - 397 შემ­თხვე­ვა.

ამას­თან, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში 203 საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვაა აღ­რი­ცხუ­ლი მო­ტო­ციკ­ლე­ტის­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.


ტეგები:

Facebook - კომენტარები