TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქი იყოს საინტერესო

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქი იყოს საინტერესო

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქი იყოს საინტერესო

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდულ პროექტებზე და ადგილობრივი პოლიტიკის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრეს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლის გაძლიერება, როგორც  თვითმმართველობის პროცესებში, ასევე ყველა იმ პროექტში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ახალგაზრდული პროექტები, რომელიც დღეისთვის თვითმმართველობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, აუცილებელია იყოს თქვენზე მორგებული. მუდმივი ურთიერთობა კი მოგვეცემს საშუალებას ახალგაზრდულ პროექტებში მოხდეს ცვლილებების შეტანა, რომ ის აკმაყოფილებდეს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკით შევამციროთ მიგრაცია და ქალაქი იყოს იმდენად საინტერესო, რომ აკმაყოფილებდეს თანამედროვე ახალგაზრდების მოთხოვნებს,"- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu