TOPNEWS » მთავარი თემა » რა იცვლება ქუთაისში?-ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სამუშაოები მიმდინარეობს

რა იცვლება ქუთაისში?-ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სამუშაოები მიმდინარეობს

რა იცვლება ქუთაისში?-ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია,  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, თვითმმართველობის სხვა  წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.

არაყიშვილის ქუჩაზე  საგზაო ინფრაქტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო. გზაზე მოეწყობა  ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე კოლექტორი ცხაურიანი ჭებით, ტროტუარები გზის ორივე მხარეს,  ეზოებში შესასვლელები და განთავსდება საგზაო ნიშნები. პროექტის ღირებულებაა 801 613 ლარი.

ბარნოვის ქუჩის #55-ის მიმდებარედ  საყრდენი კედელი ეწყობა. ფერდის დამჭერი საყრდენი რკინა-ბეტონის კედლის  მოწყობის სამუშაოებისათვის 249 699 ლარია განსაზღვრული.

ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ,  სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკვერში  დეკორატიული მცენარეების დარგვა,   ფანჩატურის და საფეხმავლო  ბილიკების მოწყობა,  ახალი სანათებისა და ძელსკამების განთავსება, ასევე, კაპიტალური სამანქანო გზის შეყვანა სკვერის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის.  მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქუთაისში 29  სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა და განახლდება.სკვერების  რეაბილიტაციისთვის ჯამში 2 777 776  ლარი გამოიყო.

ნიკეას ქუჩა №54 ა-ს მიმდებარედ დასრულდა  სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. არსებულ მინი-მოედანზე  სრულად განახლდა ხელოვნური საფარი,  ფეხბურთისა და კალათბურთის სათამაშო მოედნები, მავთულბადის ღობე და განათების სისტემა, რისთვისაც 169 947 ლარი დაიხარჯა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu