ქუთაისის “ტორპედომ” ბათუმის “დინამოდან” სასყიდლიანი ტრანსფერი განახორციელა - 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია კლუბის მაისურს მოირგებს.
"ფეხბურთელსა და ტორპედოს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კლუბის მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.
ცოტნე ფაცაცია ბოლოს ბათუმის დინამოს ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრიც.
აღსანიშნავია, რომ ის ეროვნული ლიგის გასული წლის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. მისი გოლი ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან: ჰარი კეინი, კილიან მბაპე და ფედერიკო დიმარკო,"-აცხადებენ კლუბში.