TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის 34 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხარაგაულის 34 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხარაგაულის 34 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

უხვი ნალექის და ძლიერი ქარის შედეგად ხარაგაულის სოფლებში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ძლიერმა ქარმა ასევე სახურავი დაუზიანა დაბაში  მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, რამდენიმე სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები, მოთხრილია ხეები.

ა(ა)იპ "დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების" მიერ აქტიურად  მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. შეკეთდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები. მიმდინარეობს დამეწყრილი ადგილების გაწმენდა. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 34 სოფელს.

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu