TOPNEWS » მთავარი თემა » საქართველო სთრონგმენის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
საქართველო სთრონგმენის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
საქართველო სთრონგმენის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.
ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, „საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტმა ზურაბ წკეპლაძემ და საქართველოს სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა თამარ მამაგულაშვილმა. აღინიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ჩემპიონატის მასპინძლობა მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც წყალტუბოსთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის.
ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდნენ მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნესტორ აფხაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ჩემპიონატში 12 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.





