ექიმ ლელა ბრეგაძეს ბაღდათის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭეს. ექიმის შესახებ სასულიერო პირი მამა ესაია (ბუბუტეიშვილი) სოციალურ ქსელში წერს.
"რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვანში მოვდიოდი დილით ადრე მამაჩემთან ერთად, გზად შემოგვხვდა ლელა ექიმი.
მამა, ნეტავ, ლელა ექიმს მსგავსი ადამიანები თუ არიან მეთქი შემორჩენილითქო.
მამაჩემი მიყვება: მამიკო, ეძალიან პატარა იყავი იმ ყველასთვის გაჭირვებულ დროში, როცა ავად გამიხდი, ვდარდობდი ექიმთან მისაყვანი ფულიც კი არ მქონდა, არ ვიცოდი, ისე მერიდებოდა ყველასი, რა უნდა მექნა აღარ ვიცოდიო.
მიგიყვანე ლელა ექიმთან...
ლელა ექიმმა გაგსინჯა და ფურცელში რაღაც ჩადო, გამოვედი და კარებთან გავხსენი ეს ფურცელი და შიგნით თანხა იდო, გაკვირვებულმა გავხედე ლელა ექიმს...ახლა შენ ამ შუაღამით რისი ფული გექნება მიდით და იყიდეთ წამლებიო...
რა ჯილდო შეიძლება არსებობდეს ამქვეყნად თქვენს ადამიანობას, რომ ეკუთვნის ძვირფასო ლელა ექიმო.
გილოცავთ, მიყვარხართ!,"-წერს სასულიერო პირი.