TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
ჭიათურის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მერიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელად პაატა გოგოლაძე დაინიშნა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ლელა ტაბატაძე უხელმძღვანელებს, ხოლო
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან იაკობიძე გახდა.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში თანამდებობები იმ სპეციალისტებმა დაიკავეს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური პოზიციებისთვის გამოცხადებული კონკურსი.
„დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევთ,“ - აღნიშნა გივი მოდებაძემ.





