TOPNEWS » მთავარი თემა » გალა-კონცერტი და ნაძვის ხის ანთება-ვანის მთავარ მოედანზე ადგილობრივებს ეპატიჟებიან

გალა-კონცერტი და ნაძვის ხის ანთება-ვანის მთავარ მოედანზე ადგილობრივებს ეპატიჟებიან

გალა-კონცერტი და ნაძვის ხის ანთება-ვანის მთავარ მოედანზე ადგილობრივებს ეპატიჟებიან

20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ვანში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქრისტინე ხურციძე, ტრიო აპრილია, ნიკუშა ცერცვაძე, გიორგი კელაპტრიშვილი, ცირა კობიაშვილი, ქეთი ფარესაშვილი, შოთიკო ტატიშვილი, ლელუკა თელია, თეატრალურის კვარტეტი, ჯგუფი MIX2RA. 

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს. 

საახალწლო კონცერტების მთავარი მიზანია რეგიონებში სადღესასწაულო განწყობის შექმნა. 

ღონისძიებას საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu