20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ვანში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქრისტინე ხურციძე, ტრიო აპრილია, ნიკუშა ცერცვაძე, გიორგი კელაპტრიშვილი, ცირა კობიაშვილი, ქეთი ფარესაშვილი, შოთიკო ტატიშვილი, ლელუკა თელია, თეატრალურის კვარტეტი, ჯგუფი MIX2RA.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს.
საახალწლო კონცერტების მთავარი მიზანია რეგიონებში სადღესასწაულო განწყობის შექმნა.
ღონისძიებას საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.