ქუთაისში საჯარო მოხელეები დააჯილდოვეს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებას ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები, ადგილობრივი თვითმმართველობის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები, საჯარო უწყებების, ბიზნესისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ გამორჩეული საჯარო მოხელეები, ასევე, სახელმწიფო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეები.
ქუთაისის მერიამ ჯილდოები გადასცა:
ნომინაციაში „მემატიანე საჯარო მოხელე“ - დარეჯან ნიკოლაძეს;
ნომინაციაში „ღვაწლმოსილი საჯარო მოხელე“- თამაზ პეტრუსოვს ;
ნომინაციაში „ქალაქის სპორტის ხმა“ - ზურაბ ისაკაძეს;
ნომინაციაში “ქალაქის მწვანე მომავლის მცველი“-რამაზ კილაძეს;
ნომინაციაში “ახალგაზრდა საჯარო მოხელე" - ვახტანგ აბაშიშვილს.
ღონისძიებაზე მოეწყო ქუთაისის თვითმმართველობის 150 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა.
საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა.





