TOPNEWS » მთავარი თემა » რა მიზნით იმყოფება ქუთაისის მერი ამერიკის შეერთებულ შტატებში?

რა მიზნით იმყოფება ქუთაისის მერი ამერიკის შეერთებულ შტატებში?

რა მიზნით იმყოფება ქუთაისის მერი ამერიკის შეერთებულ შტატებში?

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა და   მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი დავით ნიშნიანიძე, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად,  ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ფინანსისტთა ასოციაციის 119-ე ყრილობის მუშაობაში მონაწილეობენ.  ყრილობა ქალაქ ვაშინგტონში იმართება.

საქართველოს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში  გაეცნობა აშშ–სა და კანადის თვითმმართველობებში საბიუჯეტო სახსრების მართვის ეფექტურობის, პროგრამული ბიუჯეტირებისა და შიდა კონტროლის კუთხით გატარებულ სხვადასხვა რეფორმებს. დაგეგმილია შეხვედრები ქალაქებისა და თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან, ასევე, ნიუ-იორკის მერიის მაღალი თანამდებობის პირებთან.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu