რეკლამა

დიდთოვლობა ხარაგაულში-რა ხდება მუნიციპალიტეტში?

დიდთოვლობა ხარაგაულში-რა ხდება მუნიციპალიტეტში?

ხარაგაულში თოვლს სწრაფი რეაგირება მოჰყვა – მერის ხელმძღვანელობით, გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს-ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

მუნიციპალიტში გზების გაწმენდითი სამუშაოები თოვლის მოსვლისთანავე, გვიან ღამით დაიწყო.

“მთელი ღამის ინტენსიური მუშაობის შემდეგ, დილით დასრულდა გაწმენდითი პროცესის პირველი ეტაპი.

ამ დროისათვის გაწმენდილია:

ძირულა - ხარაგაულის

მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის

კიცხი - ხარაგაულის დამაკავშირებელი მონაკვეთები.

სრულად გაწმენდილია დაბა ხარაგაულის ცენტრალური ქუჩები, ხოლო სამუშაოები გრძელდება პატარა ხარაგაულის საუბნო გზებზე.

მუნიციპალური ტექნიკა უკვე მუშაობს სოფელ ლეღვანში, ხოლო გაწმენდითი სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს სოფელ ხუნევში, სერბაისსა და წიფაში.

მერი და მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად არიან ჩართული სამუშაოების ორგანიზებასა და კოორდინაციაში, რათა ყველა საჭირო უბანში დროულად განხორციელდეს გაწმენდითი პროცესი და უზრუნველყოფილ იქნას მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება.

მუნიციპალიტეტში არსებული 79 სოფლიდან დიდთოვლობის გამო საგზაო პრობლემა მხოლოდ 3 სოფელში შეიქმნა.
სპეციალური ტექნიკა მუშაობს მხოლოდ იმ უბნებში, სადაც თოვლმა გადაადგილების სირთულეები შექმნა.
ხარაგაულის სოფლების 75%-ს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

“ენერგო პრო ჯორჯიას"  ხარაგაულის სერვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფები აქტიურად მუშაობენ ელექტროენერგიის ეტაპობრივი აღდგენის მიზნით.

მერისა და მერიის სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, უხვი ნალექი ხარაგაულელთა ყოველდღიურობას ვერ შეაფერხებს,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიის პრესსამსახურში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები