რეკლამა

- [ ] ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ტაქსის ოფიციალური გადაყვანის სერვისი ემატება

- [ ] ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ტაქსის ოფიციალური გადაყვანის სერვისი ემატება


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ახალი სერვისი დახვდებათ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ელექტრონულ აუქციონში კომპანია BENE EXCLUSIVE-მა გაიმარჯვა. კომპანია აეროპორტის მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს.

ავტობუსების შემდეგ, აეროპორტი თავის მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს, რომელიც მთლიანად  მგზავრის კომფორტზე უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

ქართული კომპანია BENE EXCLUSIVE მომსახურებას ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ონლაინ ჯავშნების სახით და ადგილზე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში შესთავაზებს. ოფიციალური ტაქსით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში (ზედა ზღვრის გათვალისწინებით) შეეძლებათ. ხოლო საქართველოს სხვა მიმართულებით კილომეტრაჟის მიხედვით. რაც ქუთაისის აეროპორტს მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები