TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის საკრებულო 35 წევრით დაკომპლექტდა
ვანის საკრებულო 35 წევრით დაკომპლექტდა
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგა. საკრებულოს პირველი სხდომა N53 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზაზა გიორგაძემ გახსნა.
სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მოადგილეებთან-გოჩა ჭუბაბრიასა და ვლადიმერ ხელაძესთან ერთად დაესწრო. მერმა წარმატება უსურვა საკრებულოს საქმიანობაში და ხაზი გაუსვა კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის განვითარებასა და თითოეული ვანელის მეტი კეთილდღეობისთვის.
საკრებულოს პირველ სხდომაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, დაკომპლექტდა ფრაქციები და კომისიები, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით შოთა გიორგაძე აირჩიეს.
ვანის საკრებულო 35 წევრით დაკომპლექტდა.

















