TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია გახდა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია გახდა
ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით გიორგი ჭიღვარია აირჩიეს.
გიორგი ჭიღვარია 2017-2019 წლებში ქალაქის მერის პოზიციას იკავებდა. თანამდებობა მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, პირველი მოადგილე მარეხ ნიჟარაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები- ამირან კოპალეიშვილი და ლაშა გვენეტაძე იქნებიან.

















