სტიქიის შედეგად დაზარალალებულ სოფელ ხანში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

სტიქიის შედეგად დაზარალალებულ სოფელ ხანში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

სტიქიისგან დაზარალებულ ბაღდათის სოფელ ხანში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. 21 ივნისს, შუაღამისას, ძლიერმა წვიმამ მდინარე ხანისწყლის ადიდება და მდინარის ნაპირიდან გადმოსვლა გამოიწვია. მდინარემ ძირი გამოუთხარა ხანის ცენტრალურ გზას, რის გამოც სოფელთან დასაკავშირებელი ალტერნატიული გზა ტყეში გაიჭრა. 

ადიდებულმა მდინარემ მაღალი ძაბვის გადამცემი სადენები და ბოძები დააზიანა, რის გამოც სოფელ ხანს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. სოფელში შუქის მიწოდების აღდგენა დღეს, საღამოს მოხერხდა.

რაც შეეხება მიყენებულ ზარალს, ბაღდათის მერიაში განმარტავენ, რომ ზარალს შესაბამისი კომისია ითვლის. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები