TOPNEWS » მთავარი თემა » როდის ისარგებლებს ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით?

როდის ისარგებლებს ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით?

როდის ისარგებლებს ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით?


საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, ქალაქ ცაგერის, სოფელ ქვედა ცაგერისა და დაბა ლენტეხის წყალმომარაგების სისტემების ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქალაქ ცაგერისა და სოფელ ქვედა ცაგერის წყალმომარაგებისთვის რეაბილიტირდება  „ჩხუტელის“ არსებული სათავე ნაგებობა, მოეწყობა 6 ახალი ჭაბურღილი, შემკრები რეზერვუარი და საქლორატორო. სატუმბ სადგურში დამონტაჟდება ახალი ტუმბო. ასევე, რეაბილიტირდება ორი არსებული რეზერვუარი და სოფელ ქვედა ცაგერისთვის მოეწყობა ბუსტერის ტიპის სატუმბო სადგური. 

დამატებით, ქალაქ ცაგერსა და სოფელ ქვედა ცაგერში მოეწყობა 17 კმ. წყალმომარაგების ქსელი, წყალდენის მაგისტრალური ქსელი,  SCADA სისტემა და აღრიცხვის კვანძები. მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. 

მიმდინარე პროექტი ასევე ითვალისწინებს დაბა ლენტეხის წყალმომარაგებას.  მოსახლეობის წყალმომარაგება  მოხდება  არსებული 3 სათავე ნაგებობიდან თვითდენითი სისტემით. მიმდინარეობს უკვე არსებული და ახალი რეზერვუარების რეაბილიტაცია-მშენებლობა, დამატებით მოეწყობა საქლორატოროები და ბუსტერული ტიპის ტუმბო-აგრეგატები. არსებული წყალდენები ჩანაცვლდება ახლით. მოეწყობა 16კმ წყალმომარაგების ქსელი, SCADA სისტემა, აღრიცხვის კვანძები და მოხდება მოსახლეობის გამრიცხველიანება. დამატებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდ. ლასკადურაზე მოეწყობა ნაპირსამაგრი რკინა-ბეტონის კედელი. 

“პროექტის ღირებულება  32 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება და მისი დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. შედეგად, ქალაქ ცაგერის, სოფელ ქვედა ცაგერისა და დაბა ლენტეხის მოსახლეობა 24 -საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი,”-აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu