ხარაგაულის მერიაში გამართული ორშაბათის ტრადიციული თათბირის მთავარი თემა “ხარაგაულობისთვის” მზადება იყო.
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცა და მოუწოდა, თითოეული ადმინისტრაციულმა ერთეული ისე წარმოადგინონ, რომ მათი იდენტობა და ხასიათი სრულად გამოჩნდეს.
“ეს არის ჩვენი წლის მთავარი ღონისძიება. ხარაგაული ამ დღეს უნდა იყოს გამორჩეული მასპინძელი. განწყობა ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ, ამიტომ ჩათვალეთ თითოეული თქვენთაგანი მასპინძლია,“ – აღნიშნა მერმა.
“ხარაგაულობა“ 20 ნოემბერს, ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართება.
სტუმრების მიღება ხარაგაულის შემოსასვლელთან, დევების მონუმენტის მიმდებარე რეკრეაციულ სივრცეში დაიწყება, სადაც მათ განსაკუთრებული განწყობა და ხარაგაულისთვის დამახასიათებელი მასპინძლობა ელოდებათ.