რეკლამა

EYOF „ბაკურიანი 2025-ის“ ფესტივალის თილისმა, მასკოტი „გუნდა“ უკვე ქუთაისშია

EYOF „ბაკურიანი 2025-ის“  ფესტივალის თილისმა, მასკოტი „გუნდა“ უკვე ქუთაისშია

EYOF „ბაკურიანი 2025-ის“  ფესტივალის თილისმა, მასკოტი „გუნდა“ უკვე ქუთაისშია!

თილისმა „გუნდას“ სახელი  გამოხატავს დათოვლილი კავკასიონის სულს. ის კავკასიური ფოცხვერია. “გუნდას“  მიზანია, შთააგონოს ახალგაზრდა სპორტსმენები, უშიშრად დაძლიონ თოვლიანი წინააღმდეგობები.

2025 წელს პირველად, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო უმასპინძლებს! 

EYOF BAKURIANI 2025-ზე  9 – 16 თებერვალს
ევროპის 48 ქვეყნის 2000 მონაწილე, ათასობით სტუმარი ეწვევა და შეჯიბრებები სპორტის 8 სახეობაში გაიმართება.

მსოფლიო ყურადღების ცენტრში თბილისის, ბათუმისა და ბაკურიანის გარდა ქუთაისი  მოექცევა. სპორტული და ოფიციალური დელეგაციების უმრავლესობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლებს და სპორტულ რუკაზე  საშეჯიბრო ქალაქებთან (თბილისი, ბათუმი, ბაკურიანი) ერთად ქუთაისი გამოჩნდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები