ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მერის ახალი მოადგილე წარუდგინა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში მერის მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა.
მამუკა ხიმშიაშვილი ქუთაისში დაიბადა 1974 წელს. დამთავრებული აქვს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით და საერო უნივერსიტეტი „გელათი“, იურისტის სპეციალობით.
მერის ახალ მოადგილეს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა წლებში, მუშაობდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში. იყო ამბროლაურისა და ცაგერის მერის პირველი მოადგილე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ქუთაისის მერიაში მამუკა ხიმშიაშვილი ჯანდაცვის, სოციალურ და ტურიზმის სფეროს გაუწევს კურატორობას.