რეკლამა

მონასტერში 70 ბერი აღავლენდა წირვა - ლოცვას-ტაბაკინის მონასტრის ისტორია

მონასტერში 70 ბერი აღავლენდა წირვა - ლოცვას-ტაბაკინის მონასტრის ისტორია

ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი Vll - Vlll საუკუნეებით თარიღდება.

მონასტერი ქალაქიდან 7 - 8 კილომეტრის დაშორებით, მდინარე აჯამურას ხეობაში მდებარეობს.

სამონასტრო კომპლექსში ორნავიანი ტაძარი, კრიპტით და მინაშენით შედის. მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით,  XVl  საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით. ცნობილია, რომ მონასტერში 70 ბერი აღავლენდა წირვა - ლოცვას.

XVI  საუკუნის 20 - იან წლებში დანგრეული მონასტერი განაახლა და ტაძარი მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა გერასიმე ჩხეტიძემ. ტაძარში შემონახულია ქტიტორის - იმერეთის მეფე ბაგრატ lll - ის (1510 1565) გამოსახულება.

საბჭოურ  პერიოდში  ტაძარი და მისი მოხატულობა დაზიანდა. ტაბაკინში სამონასტრო ცხოვრება XX  საუკუნის ბოლოს, 1992 წელს  აღდგა.

1992 წელს მონასტერთან დაარსდა კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენი "ტაბაკინი". ამ პერიოდიდან  მოყოლებული, ძაღლსაშენში მიმდინარეობს სელექციური მუშაობა.

მონასტრამდე მისასვლელ გზას  სრული რეაბილიტაცია რამდენიმე  წლის წინ ჩაუტარდა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები