TOPNEWS » მთავარი თემა » როგორ აღნიშნეს ლენტეხში “ლენტეხობა 2025”?

როგორ აღნიშნეს ლენტეხში “ლენტეხობა 2025”?

როგორ აღნიშნეს ლენტეხში “ლენტეხობა 2025”?

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ლენტეხობა 2025“ გაიმართა.

„ლენტეხობა 2025“-ში მონაწილეობა მიიღო ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყველა თემმა, რომელთაც თენგიზ გაზდელიანის სახელობის მოედანზე წარმოდგენილი ჰქონდათ სვანური სამზარეულოს, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეთნოგრაფიული ნიმუშები. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ამბროლაურის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა, რომლებმაც მოაწყვეს ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სამხატვრო სკოლის პედაგოგისა და ნორჩი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ასევე შურმან ბენდელიანის სახელობის სკვერში წარმოდგენილი იყო ბავშვთა გასართობი სივრცე.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საპატიო ლენტეხელის დაჯილდოების ცერემონია. საპატიო ლენეტეხელის ჯილდოები გადაეცათ: პოლიციის მაიორს, მფრინავს, სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელს, რომელიც დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ბესო გაბიანს,  წარმატებულ სპორტსმენს, მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანს, ექიმს, რეანიმატოლოგ რევაზ გაზდელიანს, ჭყონდიდის, ცაგერის, ლენტეხის მიტროპოლიტს მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილს, მწვანე ეკონომიკა, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, პროფესორს ალვერდი ჩანქსელიანს, ძიუდოისტს, ევროპის ჩემპიონს და პრიზიორს, საერთაშორისო კლასის  სპორტის ოსტატს, ღირსების ორდენის კავალერს ოლეგი ზურაბიანს, ექიმს, გინეკოლოგს დარეჯან ონიანს, იურისტ ნაირა ხაბულიანს, აგროქიმიკოსს, სოფლის მეურნეობის დოქტორს, აკადემიკოს ზაურ ჩანქსელიანს. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლი „სათანაო“ და რეგიონის ფოლკლორული ანსამბლები.  „ლენტეხობა 2025“ ბენდ „ღამის შოუს“ გალა კონცერტით დასრულდა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu