TOPNEWS » მთავარი თემა » იყავით ფრთხილად-იმერეთში სოკოთი მოწამლვის ფაქტები გახშირდა

იყავით ფრთხილად-იმერეთში სოკოთი მოწამლვის ფაქტები გახშირდა

იყავით ფრთხილად-იმერეთში სოკოთი მოწამლვის ფაქტები გახშირდა

ბოლო ორ დღეში იმერეთში სოკოთი მოწამვლის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. 

არსებული ინფორმაციით, პირველი შემთხვევა გუშინ, ზესტაფონში მოხდა, რა დროსაც ოჯახი მოიწამლა. 

“თავისივე მოგროვებული სოკო მიირთვეს, მთელი ოჯახი მოიწამლა. საბედნიეროდ კარგად არიან ახლა მშობლებიც და ბავშვებიც.

მეორე შემთხვევა დღეს, ზესტაფონის რაიონის  სოფელ შროშაში დაფიქსირდა მოიწამლა ორი ქალბატონი და ერთი მამაკაცი. ქალები კონტაქტურები არიან, მამაკაცი კი ჯერ კიდევ უგონოდ და მძიმეთაა. გონების დაკარგვამდე  ჰალუცინაციები ჰქონდათ, ე.ი. დიდი ალბათობით თავჭედილათი არიან მოწამლულები.

ახლა მთელ საქართველოში სოკოს აქტიური სეზონია, გთხოვთ იყოთ ფრთხილად! დაუკვირდით ყველა დეტალს და არ აიყვანოთ არც ერთი საეჭვო სოკო,”-ამბობს გიორგი სანიკიძე. 

სოკოთი მოწამლვის უმეტეს შემთხვევაში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

გულისრევა;
ღებინება;
ფაღარათი;
ტკივილი მუცლის არეში;
ოფლიანობა;
სისუსტე;
ქოშინი;
ჰიპერსალივაცია (ჭარბი ნერწყვდენა);
ბოდვა;
ჰალუცინაცია;
კოლაფსი;
კომა;
თავის ტკივილი;
წყურვილის გაძლიერებული გრძნობა.

პირველადი დახმარება შეილება გააქტივირებული ნახშირით. ის იწოვს შხამებს და ანელებს მათ შეწოვას. ალკოჰოლი კი პირიქით, აჩქარებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu