რეკლამა

რა ასაკიდან შეიძლება ლაზერული ეპილაციის ჩატარება?-ლიდერი ცენტრის რჩევები და რეკომენდაცია

რა ასაკიდან შეიძლება ლაზერული ეპილაციის ჩატარება?-ლიდერი ცენტრის რჩევები და რეკომენდაცია

ლაზერული ეპილაციის ცენტრ Laser Space-ს ლაზეროთერაპევტი ნინი ნაზარენკო ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას პასუხობს. რა ასაკიდან შეიძლება ლაზერული ეპილაციის პროცედურის ჩატარება?-აღნიშნულ საკითხზე სპეციალისტი მშობლებსა და მოზარდებს გამოცდილებას უზიარებს. 

"ლაზერული ეპილაციის სასურველი ასაკი 16 წელია. მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან 2 წელი მაინც უნდა იყოს გასული, რადგან მანამ ორგანიზმში არის ქაოსური მდგომარეობა და შესაძლოა პროცედურამ არანაირი შედეგი არ გამოიღოს. 

მოზარდების სქესობრივ მომწიფებას თმის ამოსვლა ახლავს თან. ეს ფაქტორი ბევრისთვის შემაწუხებელია და მათი კომპლექსის მიზეზი ხდება. მშობლებს, რომლებიც თავად არიან შეწუხებული პარსვის პროცედურებით, ურჩევნიათ მათი შვილები გაცილებით კომფორტული მეთოდით გაუმკლავდნენ არასასურველი თმის მოშორებას.

მოზარდებში ჭარბთმიანობა უკვე 12-13 წლის ასაკში იწყება, მაგრამ ამ პერიოდში არ არის სასურველი, რომ მოზარდებმა ლაზერული ეპილაციის პროცედურა ჩაიტარონ. ჯერ ნივთიერებათა ცვლა უნდა მოწესრიგდეს,"-ამბობს სპეციალისტი. 

კითხვაზე: რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როცა ირჩევენ ლაზერულ სივრცეს თავიანთი შვილებისთვის?-ლაზეროთერაპევტის პასუხი ასეთია:

"პირველ რიგში, სანდო და უსაფრთხო აპარატი 
და რაღა თქმა უნდა, პროფესიონალი ლაზეროთერაპევტი. ჩვენი ცენტრი ამაყობს მადლიერი პაციენტებით. პაციენტების მადლიერება კი საქმის უსაფრთხოდ, მაღალი ხარისხითა და პასუხისმგებლობით, გარანტირებული შედეგით შესრულებას მოაქვს,"-ამბობს ნინი ნაზარენკო. 

ცნობისთვის, ლაზერული ეპილაციის ცენტრი Laser Space ქუთაისში, პუშკინის 3 ნომერში (ნეილ ტონის) შენობაში მდებარეობს. ცენტრი ცნობილია პროფესიონალი კადრებით, მაღალი ხარისხის აპარატითა და გარანტირებული შედეგით. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები